პროექტის სახელი:,,კომპიუტერი და წიგნი “
პროექტის მოკლე აღწერა: წიგნი უპირველესია, კომპიუტერი აუცილებელი. წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, მაგრამ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა თავი მოუყარონ მნიშვნელოვან მასალას. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.
პროექტის სრული აღწერა: თუ დავუკვირდებით რეალობას , დავრწმუნდებით, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. კომპიუტერის გამოგონებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა: მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები და მოიპოვოს ათასგვარი ინფორმაცია, მაგრამ მთავარი ,,მანქანა“,რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა, ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ეწოდება. ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა გამოიაროს სიკვდილ–სიცოცხლის მარადიული გაკვეთილები,ამ არაჩვეულებრივ ცოდნას კი მხოლოდ წიგნები იძლევიან. მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
პირველ ჯგუფს ვავალებ აწარმოონ კვლევა და ინტერვიუს მეშვეობით გამოკითხონ თემის მოსახლეობა : თქვენი აზრით, საიდან იღებენ მეტ ცოდნას მოსწავლეები, რამდენი მოსწავლე კითხულობს წიგნს და რამდენი სარგებლობს კომპიუტერით, რა მოსწონთ წიგნიდან და რა კომპიუტერიდან ? აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვის ,რათა მათ ერთნაირი ინტენსივობით გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი.კვლევის წარმოების შემდეგ მათ უნდა დასახონ სხვადასხვა ღონისძიებები ქვემოთ მოცემული ფორმულის განსახორციელებლად: წიგნი–მოსწავლე–კომპიუტერი.
მეორე ჯგუფს ვავალებ: შექმნან ბუკლეტები, პლაკატები, კედლის გაზეთები ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მესამე ჯგუფს ვავალებ შეხვდნენ ექსპერტებს, ფსიქოლოგებს, რადგან მათ სპეციალისტებისგან მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, კონფერენციებს , გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის.
მონაწილეთა ასაკი: 7–17 წლამდე.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბუკლეტების შექმნა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, პრეზენტაციის მომზადება–მოწყობა, ფოტოგალერიის შექმნა, ესეების დაწერა.
მოსალოდნელი შედეგები: ეს პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვის, რათა მათ თავისუფლად, თამამად და ერთნაირი ინტენსივობით გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი.
სამუშაო ენა: ქართული
მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: სენაკის №2, 3,7 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.rusudanlomia.blogspot.com